მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული საბჭო“ ახალი შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი სხდომა გამართა.
საბჭოს წევრებმა სხდომაზე ერთხმად აირჩიეს საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის 3 მოადგილე.
„ახალგაზრდული საბჭოს“ ახალი შემადგენლობა 2 წლის ვადით შეირჩა და დაკომპლექტდა 16-დან 29 წლის ჩათვლით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 26 ახალგაზრდისგან.
სხდომას, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საბჭოს წევრებს წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.