საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

22 ივლ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, დოკუმენტს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადaგენლობა საქართველოში“ დირექტორმა, მეჰმეტ ფათიჰ თურანმა მოაწერეს.

 მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

 შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯარიაშვილი

სხვა სიახლეები