საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

„ილიაობა“ 2024

03 აგვ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, ღონისძიებაში „ილიაობა“ მიიღო მონაწილეობა.

სახალხო დღესასწაული საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს, სადაც წარმოდგენილი იყო თითოეული მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეები, გასტრონომია და საგამოფენო სივრცეები. შემოქმედებითი ჯგუფების მიერ გაიმართა კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში საგურამოში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი გაიხსნა.

ილიაობას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, მწერლები, ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ ილიაობის სახალხო დეღესასწაულის ტრადიციული აღნიშვნა 2014 წლიდან აღდგა, რომელსაც ყოველი წლის ზაფხულში, სხვადასხვა მხარის მუნიციპალიტეტები მასპინძლობენ.

სხვა სიახლეები