8 აგვისტო - 16 წელი რუსეთ–საქართველოს ომიდან
2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პარაკლისს, დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც დაესწრნენ.
„8 აგვისტო ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა. 16 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გაწირეს,“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახ