12 აგვისტოს დიდგორის ველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „დიდგორობა 2024“ მიულოცა.
სახელოვანი ბრძოლიდან 903-ე წელი, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა, რომლის ფარგლებში, სპეციალურად მოწყობილ პავილიონში, სტუმრებს საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები დახვდათ. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი კულტურული მემკვიდრეობის, სახალხო რეწვის, კულინარიული, სიმღერისა და ცეკვის ნიმუშები წარმოადგინეს.
სახალხო დღესასწაულის სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და „დიდგორობასთან“ დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები.