მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპში აქტიურად მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია.
ინფრასტრუქტურული პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ დაათვალიერეს.
რკინა-ბეტონის საფარი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 309 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ახკერპს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი აქვს, სადაც შიდა გზების მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს.