საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა თურქეთის მაარიფის ფონდის წარმომადგენლებთან

14 აგვ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, თურქეთის მაარიფის ფონდის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სალიჰ საღირს, ახლად დანიშნულ ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ფარუქ თექშენს და ყოფილ წარმომადგენელს, ალი სედათ ასლანს შეხვდა.

შეხვედრაზე, ისაუბრეს მარნეულის მუნიციპალიტეტში ინტერნაციონალური მაარიფის სკოლის საქმიანობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს და შეხვედრა სიმბოლური საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

სხვა სიახლეები