მარნეული, საერთაშორისო ფესტივალს „One Caucasus“ მასპინძლობს.
მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ფესტივალის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ წერაქვში უკვე მეათედ იმართება და ყველაზე ფართომასშტაბიანი ინტერდისციპლინური ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს მუსიკოსებს, ხელოვანებს, არქიტექტორებს, პედაგოგებს და მოხალისეებს მთელი მსოფლიოდან.
ფესტივალის მთავარ მიზანს ახალგაზრდების თანამშრომლობის წახალისებისთვის შთამაგონებელი სივრცის შექმნა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა და გაზიარება წარმოადგენს.
ფესტივალი 22 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა და 25 აგვისტოს ჩათვლით წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი
დრო: 17:00 საათიდან (გასვლა), 22:00 საათი (დაბრუნება)
ლოკაცია: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია
პროექტის პარტნიორია მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა.