საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

საგზაო ინფრასტრუქტურა

27 აგვ, 2024

ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ბორჩალოელის ქუჩაზე, წყლისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სამუშაოები დასრულდა და ამჟამად იგება გზის საფარი.

პროექტის მიმდინარეობას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ზაურ დარგალთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ქალაქის მასშტაბით განხორციელდება.

სხვა სიახლეები