ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ნოე ჟორდანიას, აივაზ ჰასანოვისა და ხუდია ბორჩალოელის ქუჩებზე, სადაც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესების პროექტი წარმატებით დასრულდა, ამჟამად გზის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კაჭარავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განხორციელდება, რაც მარნეულის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების ამაღლებას შეუწყობს ხელს.