საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ახალი სასწავლო წელი

16 სექ, 2024

 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ მარნეულის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ყველა მოსწავლეს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. ხარისხიანი განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. ბოლო წლების განმავლობაში ჯამში მუნიციპალიტეტში 10 ახალი სკოლა აშენდა და 5 სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. მადლობა ჩვენს მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას გაწეული შრომისთვის. გისურვებთ წარმატებებს,“- განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა წარჩინებულ მოსწავლეებს, საზეიმოდ მადლობის სიგელები გადასცეს.

სხვა სიახლეები