საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონული ეტაპის მატჩი

17 სექ, 2024

მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე, სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონული ეტაპის მატჩი გაიმართა.
⚽️


ერთმანეთს მარნეულის მუნიციპალიტეტის გუნდი „წერეთელი“ და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გუნდი „ლილე“ დაუპირისპირდნენ. თამაში „წერეთლის“ გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

 შეგახსენებთ, რომ მოყვარულთა ლიგა, საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობით მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები