მარნეულში პროფესიული განათლების ღია კარის დღე გაიმართა
26 სექტემბერს, მარნეულის კოლეჯ „მოდუსში" პროფესიული განათლების ღია კარის დღე გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაცნობა და ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენდა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც სიტყვით მიმართეს შეკრებილ საზოგადოებას და ხაზი გაუსვეს პროფესიული განათლების მნიშვნელობას ახალგაზრდების კარიერული განვითარებისათვის.
ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ კოლეჯის სასწავლო პროგრამებს.
შეხვედრას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის და კოლეჯ „მოდუსის" ხელმძღვანელი პირები, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.