საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კერძოდ, სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია.
ჩინეთის დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მოადგილეებთან თემურ შუბითიძესთან და ზურაბ ფანგანთან ერთად უმასპინძლა.
ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მარნეულის მუნიციპალიტეტის და სიანის ტექნიკური უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას და შესაძლებლობების განვითარებას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა საქართველო-ჩინეთის ერთობლივი ფორუმი: „განათლება, კულტურა, ბიზნესი“. ღონისძიების მიზანი იყო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ბიზნესისა და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარება.
ფორუმზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ აუდიტორიასთან „აბრეშუმის გზის კულტურული ჰაბის“ მნიშვნელობაზე და მისი განვითარების პოტენციალზე ისაუბრა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა მამუკა შუბითიძემ კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაზე და მის როლზე რეგიონული განვითარების საკითხებში. ჩინეთის მხრიდან, პროფესორებმა კონგ ძიემ და ლიუ ჰიუმ სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ინიციატივები წარმოადგინეს, რომლებიც ეხება „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ქვეყნებთან თანამშრომლობას განათლების სფეროში.