საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ჩინეთის დელეგაციამ მარნეულის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა
არნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კერძოდ სიანის ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს გაეცნო.
დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და წარმომადგენლებთან ერთად, მოინახულეს იმირის გადაჭრილი გორა და გაეცნენ ძეგლის ისტორიულ მნიშვნელობას. ასევე, სოფელ თამარისში ესტუმრნენ ღვინის სახლს „AWINO“, სადაც მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, ხოლო ადგილობრივმა მეწარმემ ღვინის დამზადების ქართულ ტექნოლოგიებზე ისაუბრა.
ვიზიტის დასასრულს, სპეციალურად სტუმრებისთვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლების და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.