საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონული ტურის ფინალური მატჩი
მარნეულის გუნდი ,,წერეთელი“ მოყვარულთა ლიგის რეგიონული მატჩის გამარჯვებულია
ქვემო ქართლის სამოყვარულო ფეხბურთის რეგიონული ტურის ფინალური მატჩი მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
მატჩში ერთმანეთს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის გუნდები დაუპირისპირდნენ.
თამაშში გამარჯვება გუნდმა „წერეთელი“ მოიპოვა და ქვემო ქართლის რეგიონული ტური წარმატებით დაასრულა.
მოყვარულთა ლიგა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით იმართება.