საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
არქეოლოგიურ კომპლექსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, „გადაჭრილი გორას“ არქეოლოგიურ კომპლექსთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაიგება 1 079 გრძივი მეტრი გზის რკინა-ბეტონის საფარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ძეგლამდე გადაადგილების პირობებს.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 1 260 308.33 ლარს. დაფინანსების 64% გამოიყო 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი 36% — 450 000 ლარი, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის.