საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ხოჯორნობა 2024

11 ნოე, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნში სახალხო დღესასწაული „ხოჯორნობა 2024“ წელს მასშტაბურად აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის ეზოში, წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა. სპორტული აქტივობები, მუსიკალური ნომრები და ტრადიციული სამზარეულო.


„ხოჯორნობას“ მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

სხვა სიახლეები