საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია
მარნეულში ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჯავახიშვილის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკვერი სრულიად განახლდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ და თანამედროვე დასასვენებელ სივრცეს შექმნის.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ბილიკები და კიბეები, განახლდება ამფითეატრი, ასევე განთავსდება ახალი სკამები და ურნები. სკვერში დამონტაჟდება თანამედროვე გარე განათების სისტემა, რაც ტერიტორიის უკეთ განათებას უზრუნველყოფს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულებ