საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შოთაობა 2024
მარნეულში „შოთაობა 2024“ აღინიშნა
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში, ყვავილებით შეამკეს დიდი ქართველი პოეტის ძეგლი.
ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის ეზოში თემატური გამოფენა გაიმართა. ქ. მარნეულის მე-6 საჯარო სკოლამ კი კოსტიუმირებული პერფორმანსი წარადგინა, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს აცოცხლებდა. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყო სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ზურაბ ფანგანი და თემურ შუბითიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ მარნეულში დღესასწაული „შოთაობა“ 2021 წლიდან აღინიშნება.