საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
კონფერენცია „ბავშვთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“
20 ნოემბერს, მარნეულის კოლეჯ „მოდუსში“, ბავშვთა უფლებების კონვენციის მიღების წლისთავთან დაკავშირებით, კონფერენცია „ბავშვთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ გაიმართა.
კონფერენცია პროექტის „ბავშვთა განვითარება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა: სკოლამდელი აღზრდის მომსახურების ხარისხის დივერსიფიკაცია და გაუმჯობესება მარნეულის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში პირველი ოქტომბრიდან, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში, ჯამში 8 სასკოლო მზაობის, ბილინგვური ჯგუფი გაიხსნა, რომლის ანგარიშიც წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე.
მარნეულის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ზაურ კარამოვი, საქართველოში პოლონეთის ელჩის მეორე მდივანი პაულინა პიელეჩ-ლეგიეჩი, საბავშვო ბაღების პედაგოგები, კოლეჯის სტუდენტები და ექსპერტები სკოლამდელი განათლების სფეროში ესწრებოდნენ.