საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მარნეულში
მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“-ის მუნიციპალური ეტაპის მატჩები ფრენბურთში დასრულდა.
პირველი ადგილი გოგოებში ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, ბიჭებში კი სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.
გამარჯვებული გუნდები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, მამუკა შუბითიძემ დააჯილდოვეს.
თამაშების გამარჯვებული გუნდები 2025 წლის გაზაფხულზე საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირებს ადგილობლივ დონეზე ორგანიზებას უწევს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.