საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს მორიგი სხდომა

06 დეკ, 2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები და დაგეგმეს მომავალი აქტივობები.

სხდომის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საახალწლო კარნავალის ორგანიზების საკითხებს. ასევე შეაჯამეს დმანისის ახალგაზრდულ საბჭოსთან დაგეგმილი შეხვედრის დეტალები. გარდა ამისა გადაწყდა, რომ გაიმართება კინო ჩვენება.

საბჭო მომავალშიც გეგმავს აქტიური მუშაობის გაგრძელებას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

სხვა სიახლეები