საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სპორტული ინვენტარის გადაცემა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 38 სპორტული დაწესებულებისთვის ინვენტარი შეიძინა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ ინვენტარი სპორტულ სკოლას პირადად გადასცა. სპორტული ინვენტარის გადაცემის ღონისძიებას სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, კლუბის „კიდევაც დაიზრდებიან“ კურატორი ავთანდილ ჭრიკიშვილი და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
სპორტული დაწესებულებისთვის ინვენტარის შერჩევა და გადაცემა განხორციელდა მოსწავლეების, ასევე მწვრთნელების საჭიროებებიდან გამომდინარე.
ღონისძიებაზე მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებას და მის პოპულარიზაციას.