საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება

13 დეკ, 2024

მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი საახალწლო ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დრამ სქულის პერფორმანსი, პანტომიმის თეატრის, ილუზიონისტის და კოსტიუმირებული ანიმატორების შოუ.

სპეციალურად შექმნილ სივრცეში, სახელად „ტკბილი სახლი“ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ საშობაო ორცხობილები, გლინტვეინი და ცხელი შოკოლადი. პატარებისთვის ღონისძიებაზე თოვლის ბაბუამ ტკბილეული დაარიგა.

მაყურებელთა წინაშე მუსიკალური პროგრამით წარდგა მარნეულის კულტურის ცენტრის ბავშვთა ვოკალური სტუდია. ასევე, აფიკ ნოვრუზოვი, თემურ თათარაშვილი, ზუკა ხუციშვილი და ბენდი. საღამო დასრულდა ადგილობრივი DJ არკან კურბანოვის მუსიკალური ნომრებით.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები