საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

თემურ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში

16 დეკ, 2024

მიმდინარე წლის 14 დეკემბერს სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით და სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა, თემურ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში.

ტურნირი გაიმართა 2014 წელს დაბადებულ ძიუდოისტთა შორის. მასში მონაწილეობა მიიღო, სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის ასამდე სპორტსმენმა.

ღონისძიების ფარგლებში გათამაშდა ტურნირის საუკეთესო ტექნიკური ძიუდოისტის ჯილდო, რომლის მფლობელიც, საბა გერლიანი გახდა.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, მსოფლიო, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ნესტორ ხერგიანი ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები