საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საქველმოქმედო აქცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და "ქალთა ოთახის" ჩართულობით, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკამ „ოფთალმიჯი“ მარნეულში საქველმოქმედო აქცია გამართა.
დაინტერესებულ მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ თვალის გამოკვლევები და კონსულტაციები. აქცია გაიმართა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ „ოფთალმიჯის“ მოძრავ საოპერაციო კლინიკაში..
აღსანიშნავია, რომ საჭიროების შემთხვევაში, კატარაქტის ოპერაციისას, პაციენტებს სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, უფასოდ ჩაუტარდებათ ოპერაცია, ხოლო თითოეულ მათგანს შეეძლება ამერიკული ბროლის ჩასმა სრულიად უფასოდ.