საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი წლის დღეები
მარნეულში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან, მოეწყობა საშობაო ბაზრობა, ასევე წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი ზონები, სადაც დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა აქტივობა. პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს დაურიგებს.
სივრცეში განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, დეკორატიული ფოტოზონები და ფერადი საახალწლო ინსტალაციები, რომლებიც სტუმრებს სადღესასწაულო ატმოსფეროს შეუქმნის.
ღონისძიება ქართული ესტრადის შემსრულებლების კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
გელით, ერთად ვიზეიმოთ ახალი წლის დაუვიწყარი დღეები!
#ახალიწლისდღეები
#ახალიწელი2025