საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მარნეულში ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარნეულში ტრადიციული ალილოს საზეიმო მსვლელობა გაიმართა, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მერიის მიმდებარედ დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეებმა ნობათის შესაგროვებლად, ქალაქის ცენტრალური ქუჩა საშობაო გალობით, ფეხით გაიარეს.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ალილოს მონაწილეებს სხვადასხვა სახის ნობათი გადაეცა, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ.
საშობაო მსვლელობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თვითმმართველობის თანამშრომლები, სასულიერო პირები, მრევლი და მოსახლეობა მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს და 2000 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა. ხოლო 2013 წლიდან, მარნეულში ალილოს მსვლელობა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის ლოცვა-