საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

28 იან, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ზურაბ ფანგანმა, მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. თათბირს პირველადი სტრუქტურული ერთეულების, ა(ა)იპ-ების და შპს-ების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მერის მოადგილემ გასული წლის შედეგები შეაფასა და იმსჯელა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებს მოერგება.

შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, რაც მარნეულის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სერვისების დროულ და ხარისხიან მიწოდებას მოემსახურება.

სხვა სიახლეები