მარნეულში, ჯავახიშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში სკვერი მთლიანად განახლდება. დაგეგმილია ახალი ბილიკებისა და კიბეების მოწყობა, ამფითეატრის აღდგენა, ახალი სკამების განთავსება, ასევე თანამედროვე გარე განათების სისტემის მონტაჟი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი საერთო ღირებულება კი 463 991 ლარს შეადგენს.
სკვერში მიმდინარე სამუშაოები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილემ თემური შუბითიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის განმავლობაში ქალაქ მარნეულში რეაბილიტირდა 10 სკვერი. რეკრიაციული სივრცეების განვითარება მუნიციპალიტეტის პრიორ