საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ახალგაზრდული საბჭოს სხდომა

03 თებ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ შუბითიძე დაესწრო.

სხდომაზე საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ახალგაზრდულ გამოწვევებზე, ასევე განიხილეს იდეების კონკურსთან დაკავშირებული საკითხები. დაიგეგმა კინო ჩვენება და სხვადასხვა მოხალისეობრივი აქტივობები.

საბჭო მომავალშიც გეგმავს აქტიური მუშაობის გაგრძელებას, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და მათი ინიციატივების მხარდაჭერა.

სხვა სიახლეები