საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები იცვლება

07 თებ, 2025

მარნეულის მერიაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელს, უფროს სერჟანტ ირაკლი ხვედელიძეს და აღნიშნული ცენტრის მარნეულის მუნიციპალური განყოფილების უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ანდღულაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხება.

კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

შეხვედრას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მამუკა შუბითიძე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
 საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
 საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
 უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის 1275 ლარი, ოფიცრებისთვის 1530 ლარი.

11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირები რეზერვში ჩაირიცხებიან.

ნებაყოფლობით გაწვევის პირობები:
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით გაწვეულ პირებს ანაზღაურება 30%-ით მეტი ოდენობით დაენიშნებათ.

სხვა სიახლეები