საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამართავს. სოფლის საერთო კრებებზე აირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული საკითხები.
მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.