საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

მარნეულელი პარასპორტსმენის წარმატება

12 თებ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მარნეულელ პარასპორტსმენს, შორენა კრაველიძეს ,,თოვლის ეტლით თხილამურების შეჯიბრში'' მიღწეული წარმატება მიულოცეს.

 აღნიშნული ტურნირი ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის" პროექტის "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა'' ფარგლებში დაბა ბაკურიანში ჩატარდა, სადაც შორენა კრაველიძემ პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და ტურნირის ჩემპიონი გახდა. წახალისების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა მას ფულად ჯილდოს გადასცემს.

პროექტში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის შშმ პირები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ომის ვეტერანები და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 აღნიშნული პროექტის მიზანს სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩართვა და მათი საზოგადოებრივ საქმიანობაში ხელშეწყობა წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები