საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025

14 თებ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე და რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, სოფელ დამია გეურარხის და სოფელ ახლოლალოს მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეთა საჭიროებები და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად მიიღეს საპროექტო წინადადებები.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს მერის ბრძანებით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ატარებს. სოფლის საერთო კრებებზე შეირჩევა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის პრიორიტეტული პროექტები.

მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილია 1 232 000 ლარი, რომლითაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სხვა სიახლეები