საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ახალი მინი კომბინირებული სტადიონი

18 თებ, 2025

ქალაქ მარნეულში, 20 იანვრის ქუჩაზე და ეკო მიგრანტების დასახლებაში, მინი კომბინირებული სტადიონები და ფიტნეს ტრენაჟორების სივრცე მოეწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან როინ დეკანოიძესთან და მერის მოადგილე თემურ შუბითიძესთან ერთად, დასრულებული პროექტები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა.

პროექტები დაფინანსებულია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლის საერთო ღირებულებამ 461 218 ლარი შეადგინა.

სხვა სიახლეები