მარნეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ადმინისტრაციული ერთეულების სხვადასხვა სოფელში შეხვედრებს მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე, ესწრებოდა, რომელიც ადგილზე გაეცნო სოფლის საჭიროებებს და მოსახლეობის მიერ არჩეულ პროექტებს.
აღნიშნული დროისთვის პროგრამის ფარგლებში კონსულტაციები 55 სოფელში გაიმართა.