საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ისრაელის ელჩის ვიზიტი მარნეულში
მარნეულს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
მერიაში გამართულ შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია, შალომ კლუბ „ქვემო ქართლის" და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვიზიტი ევფრატის საგანმანათლებლო პროექტის მხარდაჭერის ფარგლებში შედგა. აღნიშნული პროექტი მაშავის პროგრამის მხარდაჭერით და შალომ კლუბ „ქვემო ქართლის" ორგანიზებით, მარნეულსა და რუსთავში განხორციელდება, რომლის ფარგლებში მსმენელები უფასოდ შეისწავლიან ინგლისურ და ქართულ ენებს.
ელჩმა შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთანაც გამართა, სადაც ისაუბრეს ახალგაზრდების როლზე მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ამ მიმართულებით, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე.
ვიზიტის დასასრულს, ისრაელის ელჩმა საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმირის „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო კულტურულ-ისტორიული ძეგლის ტურისტულ პოტენციალს.