საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლისთვის დაგეგმილი პროექტების განხილვა დასრულდა.
მერის, კენან ომაროვის ბრძანებით განსაზღვრული სამი სამუშაო ჯგუფის მიერ, ადგილობრივებთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, სამუშაო ჯგუფებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კრებებზე ადგილობრივებმა, დასახლებების მიხედვით, 2025 წელს თავიანთ სოფლებში განსახორციელებელი პროექტების ტიპები განსაზღვრეს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.