საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 - შემაჯამებელი თათბირი

25 თებ, 2025

მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერის პირველმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელსაც პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტები განიხილეს.

სოფლის კრებების ჩატარება 2025 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო და 21 თებერვალს დასრულდა. პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობდა და დასახლებების მიხედვით, მათთვის პრიორიტეტული პროექტები თავად შეარჩია. შეგახსენებთ, რომ 2025 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის პროგრამის ფარგლებში 1 232 000 ლარია გამოყოფილი.

სხვა სიახლეები