საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025
მარნეულის მერის მოადგილე, თემურ შუბითიძე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025-ის“ გამარჯვებულებს შეხვდა და სპორტული ფორმები საჩუქრად გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ ეტაპზე მონაწილეობას 34 საჯარო სკოლის 71 გუნდი იღებდა. შეჯიბრებები ჩატარდა სპორტის შემდეგ სახეობებში: ფეხბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი როგორც ვაჟებში, ისე გოგონებში.
თამაშების გამარჯვებული გუნდები 2025 წლის გაზაფხულზე საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირებს ადგილობრივ დონეზე ორგანიზებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია უწევდა.