საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

შეხვედრა ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებთან

27 თებ, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

 შეხვედრაზე განიხილეს ჟვანიას სკოლის მიმდინარე პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას.

 შეხვედრას ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, მამუკა შუბითიძე ესწრებოდა.

სხვა სიახლეები