ქალაქ მარნეულში, ბორჩალოელის ქუჩაზე, მდინარე ალგეთზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს ახალი ხიდის მოწყობას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 391 994 ლარს შეადგენს და ივნისის თვეში დასრულდება.