დედის დღესთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მოადგილეებთან ერთად, საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი გმირების დედებს ესტუმრა, 3 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„დედის დღე სითბოს, სიყვარულისა და მადლიერების სიმბოლოა. ვულოცავ ყველა დედას ამ მშვენიერ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და შვილების წარმატებით გამოწვეულ სიხარულს. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ იმ გმირ დედებს, რომელთა შვილებმა სამშობლოსთვის სიცოცხლე გაიღეს“, – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი.