საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“

05 მარ, 2025

 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და მარნეულის მერიის „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, ჯავრიშვილის თვალის მიკროქირურგიის კლინიკა „ოფთალმიჯი“ მარნეულში საქველმოქმედო აქციას აგრძელებს.

 აქციის ფარგლებში, 683-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა თვალის უფასო გამოკვლევითა და მაღალკვალიფიციური კონსულტაციით, ხოლო 85 პაციენტს კლინიკა „ოფთალმიჯმა“ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ბროლი უფასოდ ჩაუსვა.

 აღსანიშნავია, რომ 22 მარტს, დილის 10:00 საათიდან, აქციის ფარგლებში, ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება თვალის უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები. კატარაქტის ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში ჩაინიშნება ოპერაცია.

სხვა სიახლეები