მარნეულის მერიის „ქალთა ოთახის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, „ქალთა ოთახის“ აქტიურ წარმომადგენლებს, წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილე ქალებს შეხვდნენ და 8 მარტი მიულოცეს.
სამუშაო ფორმატის შეხვედრის მიზანს, მუნიციპალიტეტში ქალთა როლის გაძლიერება და მხარდაჭერა წარმოადგენდა. შეხვედრის დასასრულს ქალბატონებს ადგილობრივი თვითმმართველობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„ქალთა საერთაშორისო დღე კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა და მადლიერება იმ ქალბატონების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან უკეთეს საზოგადოებას. მარნეულის მუნიციპალიტეტი მხარს უჭერს ქალთა გაძლიერებას და აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბედნიერებას!“ - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი - კენან ომაროვი.