საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

ქალთა საერთაშორისო დღე

08 მარ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები დასუფთავების სამსახურში დასაქმებულ ქალბატონებს შეხვდნენ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ესწრებოდნენ. მათ ქალებს საზოგადეობისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომისა და ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადეს და ყვავილების თაიგულები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ქალბატონებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

სხვა სიახლეები