საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიახლეები

სამუშაო შეხვედრა „კესანეს“ წარმომადგენლებთან

10 მარ, 2025

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, ა(ა)იპ სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი „კესანეს“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს და ადგილობრივი სპეციალისტებისთვის თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრი „კესანე“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს უნარების განვითარების, ადრეული დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის სერვისებს.

მარნეულის მერმა, კენან ომაროვმა, ხაზი გაუსვა ინიციატივის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, რათა შშმ პირებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის.

შეხვედრას, ასევე ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი, მამუკა შუბითიძე.

სხვა სიახლეები