მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისთვის მერიის საქმიანობის დეტალურად გაცნობა იყო.
ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრები მერიის სხვადასხვა განყოფილებებსა და სამსახურებში იმყოფებოდნენ, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია უწყებების ფუნქცია-მოვალეობებისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს, რათა გაზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ და სოციალურ განვითარებას.